2022 წლის ნოემბერში ევროკომისიამ წარადგინა რეგულაციები, რომელიც ავალდებულებს კომპანიებს, რომ პროდუქტების შესაფუთად მარტივად გადასამუშავებელი მასალები გამოიყენონ. თან წასაღებად განკუთვნილი საკვები, ცხელი და ცივი სასმელები, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები 2030 წლამდე ნაწილობრივ მაინც გადამუშავებადი შეფუთვით უნდა გაიყიდოს.ასევე შეიზღუდება ზედმეტი ცარიელი სივრცის დატოვება შეფუთვაში. ევროკავშირის მიზანი შესაფუთი ნარჩენების 5%-ით შემცირებაა 20230 წლისთვის 2018 წელთან შედარებით, ხოლო 15%-ით შემცირება 2040 წლისთვის.
ამ ზომების უმრავლესობა გათვალისწინებულია ევროკავშირის მიერ წარდგენილ წინადადებებში გაეროს მაისის სესიაზეც, რომელიც სწორედ პლასტმასის ნარჩენების საკითხს ეხება.
“ევროკავშირს წამყვანი როლი აქვს გაეროს გლობალური შეთანხმების პროცესში პლასტმასით დაბინძურების აღმოსაფხვრელად“, – ამბობს სტივ ფლეჩერი, დიდი ბრიტანეთის პორთსმუთის უნივერსიტეტის პლასტმასის გლობალური პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
ბოლო 4 წელია EU კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანითა და მოლაპარაკებებით ცდილობს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასაზე დამოკიდებულების შემცირებას. ევროგაერთიანების ხედვა ორიენტირებულია პლასტმასაში გამოყენებული მავნე ნივთიერებების ირგვლივ გლობალური წესების განსაზღვრაზე და მათ შორის, პლასტმასას წარმოებაზე მკაცრ კონტროლზე.
პლასტმასას ინდუსტრია თავისი ბუნებიდან გამომდინარე კომპლექსური და გლობალური ინდუსტრიაა. მას წიაღისეული საწვავისგან იღებენ ჯერ ერთ ქვეყანაში, შემდეგ ის პალეტებად მზადდება და იგზავნება ექსპორტით, სადაც ის სამომხმარებლო პროდუქტის სახეს იძენს, შემდეგ კი კიდევ სხვაგან ტრანსპორტირდება და საბოლოოდ, გასაყიდად მზადდება. გამოყენების შემდეგ ის ან ნაგავსაყრელზე ან ინსინატორში ხვდება და გადამუშავების შემდეგაც კი პლასტმასას დიდი ნაწილი მდინარეებს და ოკეანეებს აბინძურებს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი გადამუშავდება, ბაზარზე მოხვედრილ ყოველ კილოგრამზე უკვე წარმოქმნილია 3 კგ სათბური გაზი მისი წარმოებისას, ხოლო დაწვის შემთხვევაში კიდევ 2.7 კგ გამოიყოფა EU-ს გამოთვლებით.
პლასტმასას მწარმოებელი და გამყიდველი კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ, შესაბამისად, მათზე ერთი უნივერსალური სტანდარტი ვერ მოქმედებს. მომხმარებლებისთვის კი მითითებები და ინფორმაცია ხშირად დამაბნეველია ან საერთოდ არ არსებობს.სწორედ ამის რეგულირებაა ევროკავშირის მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ ხედვა გაეროს წევრ 100-მდე ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს, ბლოკის გავლენა მაინც დიდია და გადაწყვეტილებების ეფექტი მის საზღვრებს სცილდება, ვრცელდება როგორც მწარმოებელ კომპანიებზე, ისე მთავრობებზეც. წინა მცდელობებთან შედარებით, ახლანდელი შეთავაზებები ბევრად უფრო სისტემური, ვრცელი და ეფექტურია და არსებობს შანსი, რომ გლობალურ სტანდარტად იქცეს.
ევროკავშირის პოლიტიკას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები. 2019 წელს ბლოკში აიკრძალა პლასტმასას ერთჯერადი თეფშებისა და დანა-ჩანგლის გამოყენება. ანალოგიური შეზღუდვები მიიღეს ინგლისმა, შოტლანდიამ და უელსმაც, ხოლო სერბეთმა, მონტენეგრომ და ალბანეთმა ევროკავშირში გაერთიანების მიზნით კანონმდებლობაში მსგავსი დირექტივები დაამატეს.
ევროკავშირი არაა ერთადერთი, რომელიც ამ პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, ზოგიერთ
EU იძულებულიცაა ახალი ზომები მიიღოს. ევროპის მასშტაბით წარმოებული პლასტმასას ნარჩენების იმპორტს ჩინეთი ახორციელებდა წლების განმავლობაში, თუმცა 2017 წელს ეს აიკრძალა. იმპორტი შეზღუდეს ტაილანდმა და თურქეთმაც, ხოლო გასულ თვეში ევროპარლამენტმა განვითარებად ქვეყნებში ექსპორტი აკრძალა.