დღის სიახლეებისიახლეები

„მასკინი“ – ახალი ქართული კოსმეტიკის ბრენდი ქართულ ბაზარზე

0
გაზიარება

ქართული კოსმეტიკის ბრენდი „მასკინი“ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელს პროფილაქტიკურ კოსმეტიკას სთავაზობს.

ბრენდის თანადამფუძნებლის თეონა ზაქრაძის თქმით, პროდუქტმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა, მიზეზი კი ბრენდის ორგანულობა და ხარისხია.

„საქართველოში მრავალი უცხოური ბრენდის პროდუქციაა შემოტანილი და ამ სფეროში უზარმაზარი კონკურენციაა, სწორედ ამიტომ ვცდილობთ მომხმარებლისთვის ვაწარმოოთ ქართული, ნატურალური პროდუქტი. ჩვენი პროდუქტი ყველანაირი ქიმიური ნარევების გარეშე მზადდება. ბალახები, რომელსაც ვიყენებთ, ალპური ზონიდანაა მოწოდებული“, – განმარტავს დამფუძნებელი.რამდენიმე უცხოელმა მოიხმარა ჩვენი პროდუქტი და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, სამომავლოდ ექსპორტზე გასვლა ბუნებრივად მოხდება, ჯერ მხოლოდ პირველი პარტია ვაწარმოვეთ, შემდეგი პარტიის დამზადებაზე აქტიურად ვმუშაობთ, ზუსტად ვიცით რა მიმართულებით წავიდეთ და რა შევთავაზოთ მომხმარებელს, გეგმები დიდია“, – ამბობს თეონა ზაქრაძე.

„მასკინი“ ამჟამად მომხმარებელს ექვსი სახის პროდუქტს სთავაზობს, რომლის ფასიც 28-76 ლარამდეა, პროდუქციის შეძენა ონლაინ პლატფორმებზე, ბრენდის ვებ-გვერდსა და სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ კაბინეტშია შესაძლებელი, ამასთან, ბრენდი 10-მდე ადამიანს ასაქმებს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!