2024 წლიდან ქვეყანაში ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა შეიზღუდება, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გასული კვირის მიწურულს იმსჯელეს.
„ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციებით, ახალი მანქანების შემოსვლა სტიმულირებული იყო, ახალი სტანდარტის დანერგვა კი მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის,“- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტოიმპორტიორების კავშირის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადამ რომ: „ვთანხმდებით, რომ ავტოპარკი ნამდვილად გასაახლებელია, მაგრამ ეს პრობლემა ასე არ მოგვარდება, პირიქით ზიანი მიადგება არა მარტო სექტორს და ავტოიმპორტიორებს, არამედ მოსახლეობასაც. ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო მოიმატებს ავტომობილის და ასევე, მეორადი ავტონაწილის ფასები.როდესაც გარემოზე ზრუნვაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდეს უფრო ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზე, იქნება ეს კატალიზატორის პრობლემა, საპოხი მასალებისა თუ საწვავის დაბალი ხარისხი და ა.შ.“