6-9 მარტს საქართველო ბერლინში ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო როგორც მასპინძელი ქვეყანა წარსდგა.
საქართველოს გამოფენაზე სლოგანები – “გამოსცადე უსაზღვრო თავგადასავლები“, „დატკბი უსაზღვრო გასტრონომიით“ წარმოადგენს. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული ადგილები, ასევე გასტრონომიული კერძები ბერლინის ქუჩებში არის წარმოდგენილი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტის თანახმად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოფენის მასპინძლობისთვის დეკორაციების და ავეჯის მოწყობაში 1,215,573 ევრო გადაიხადა.
ხელშეკრულების საგანს გამოფენაზე მოწყობილი კონსტრუქციების მშენებლობაც წარმოადგენდა.