კორპორაციამ Apple ყვითელი ფერის iPhone 14-სა და iPhone 14 Plus-ს გამოშვება დააანონსა. ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„Apple-მა დღეს iPhone 14 და iPhone 14 Plus-თვის ახალი ყვითელი ფერი დაანონსა, რომელიც ამ გაზაფხულიდან კიდევ უფრო გაამდიდრებს ფერთა გამას,“ – წერია განცხადებაში.
ახალი ფერის მოდელების წინასწარი შეკვეთა 10 მარტიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო გაყიდვაში 14 მარტიდან გამოჩნდება.
Apple-მა გასული წლის 7 სექტემბერს წარმოადგინა ოთხი ახალი სმარტფონი. კომპანიის ახალ პროდუქტებში შედის iPhone 14 და iPhone 14 Pro და უფრო დიდი მოდელები – iPhone 14 Plus და iPhone 14 Pro Max. ჩვეულებრივი iPhone 14 ხელმისაწვდომი იყო ხუთ ფერში: „შუარამის“, „ვარსკვლავის ნათება“, ლურჯი, მეწამული და წითელი. პრო ვერსიებს აქვს ოთხი ხელმისაწვდომი ფერი: კოსმოსური შავი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და მუქი მეწამული.