2022 წელს Bayerische Motoren Werke AG-მა წმინდა მოგება 1,5-ჯერ გაზარდა.
BMW-ს პრესრელიზის თანახმად, გასულ წელს მისმა მოგებამ 23,51 მლრდ ევრო შეადგინა, წინა წელს კი ეს რიცხვი 16,06 მლრდ ევრო იყო. აქედან სუფთა მოგება 12,46 მლრდ ევროდან 18,58 მლრდ ევრომდე გაიზარდა. BMW-ს წლიური შემოსავალი 28%-ით გაიზარდა და 142,61 მლრდ ევრო შეადგინა. ავტომწარმოებელი შედეგების გაუმჯობესების მიზეზად პროდუქციის ფასების გაზრდასა და კარგი პროდუქტის ხაზის არსებობას ასახელებს. BMW-მ აღნიშნა რომ მეოთხე კვარტალში შემსუბუქდა ნახევარგამტარების მარაგის დეფიციტი, რამაც მას საშუალება მისცა წარმოება და გაყიდვები გაეზარდა.
BMW-ს ელექტრომობილების გაყიდვები 2022 წელს გაორმაგდა და 215,752 ერთეულს მიაღწია. კომპანიის მანქანების გაყიდვები გასულ წელს 4,8%-ით 2 399,636 ერთეულამდე შემცირდა.