„დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენს ქალაქში არის ლიფტები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ძალისხმევა უნდა მივმართოთ.წელს მოძველებული ლიფტების ჩანაცვლების პროექტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული“,- აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
„სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში ლიფტების ჩანაცვლებას შევძლებთ ქალაქში. ეს პროექტი გასულ წელს დავიწყეთ და 3 მილიონი ლარი, რომელიც გასულ წელს დაიხარჯა ლიფტების რეაბილიტაციაზე, წელს არის გაზრდილი 5 მილიონ ლარამდე. ესეც არ არის საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჯამში გვაქვს 1200 ლიფტი ქალაქში, რომელიც არის მოძველებული და ქალაქი რაც შეიქმნა, მას შემდეგ არ არის რეაბილიტირებული და ხშირ შემთხვევაში საფრთხის შემცვლელია მოსახლეობისთვის“,-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
2023 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 108 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 4 მლნ ლარით აჭარბებს 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს. წელს ყველაზე მეტი თანხა, 58 მილიონი ლარი ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.