Freedom House საქართველოს „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის ასახელებს. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების 100-ქულიან შეფასებაში საქართველოს 58-ქულიანი შეფასება აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გლობალური რეიტინგის ყოველწლიურ ანგარიშში არის ნათქვამი, რომლის სახელწოდებაც არის, „თავისუფლება მსოფლიოში – 2023: 50 წელი დემოკრატიისთვის ბრძოლაში“ (Freedom in the World 2023: Marking 50 Years in the Struggle for Democracy).
რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთი პოზიციით უსწრებს სომხეთს, რომელიც 54 ქულით, ასევე, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა.
პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების ქულებით ყველაზე „არათავისუფალი ქვეყნების“ ტოპ 10-ეული ასეთია
- სამხრეთ სუდანი და სირია – სათითაოდ 1 ქულა
- თურქმენეთი – 2 ქულა
- ერითრეა და ჩრდილო კორეა – სათითაოად 3 ქულა
- ტაჯიკეთი – 7 ქულა
- სომალი, საუდის არაბეთი, ბელარუსი და ავღანეთი – 8 ქულა
- ჩინეთი და აზერბაიჯანი – 9 ქულა
- უზბეკეთი, კუბა და ირანი – 12 ქულა
- რუსეთი – 16 ქულა
- ეგვიპტე – 18 ქულა
- ყაზახეთი – 23 ქულა
ყველაზე „თავისუფალი ქვეყნები“:
- ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი – 100 ქულა
- ახალი ზელანდია – 99 ქულა
- კანადა – 98 ქულა
- იაპონია 96 ქულა
- ავსტრალია – 95 ქულა
- გერმანია და ესტონეთი – 94 ქულა
- დიდი ბრიტანეთი – 93 ქულა
- ესპანეთი და იტალია – 90 ქულა
- ლიეტუვა და საფრანგეთი – 89 ქულა
- ლატვია – 88 ქულა
რეიტინგში აშშ-სა და სამხრეთ კორეას თანაბარი, 83 ქულა აქვთ, თუმცა ორივეს 85 ქულით არგენტინა უსწრებს. ისრაელის თავისუფლების ხარისხი 77 ქულით არის შეფასებული.