ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2022 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს 15 კომერციული ბანკიდან 4 ბანკი გავიდა ზარალზე, სხვა ყველა კი მომგებიანი იყო, თუმცა, გასული წლების მსგავსად საბანკო სექტორის მოგების დიდი წილი ორ მსხვილ ბანკზე მოდიოდა.
საბანკო სექტორის 90,6% მხოლოდ ორ ბანკზე – „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე მოდის. გასული წლის მონაცემებით, „თიბისის“ მოგებამ 967 251 772 ლარი შეადგინა, „საქართველოს ბანკს“ კი, 924 342 950 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა.