ჩინეთი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის – ვიზების გაცემის პროცესი აღდგება
2020 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის – ვიზების გაცემის პროცესი აღდგება
ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ ნულოვანი კოვიდპოლიტიკის საბოლოოდ დასრულების და საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
სიახლეს ექსპერტები დადებითად იღებენ, მათი შეფასებით, ტურისტული ნაკადების აღდგენა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს და გაზრდის იმის შანსს, რომ წლის ბოლომდე ჩინეთმა ზრდის 5%-იან სამიზნე მაჩვენებელს მართლაც მიაღწიოს.
გარდა საზღვრების გახსნისა, ჩინეთის მოქალაქეებს უცხოეთში მოგზაურობაც გაუმარტივდებათ, რაც გლობალურ ტურისტულ ინდუსტრიაზე დადებითად აისახება, მოგეხსენებათ, ჩინეთის მოსახლეობა 1.5 მილიარდს შეადგენს.