თურქეთი საკუთარი წარმოების ელექტრომობილების გაყიდვას იწყებს- ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ მეჰმეთ ფათიჰ კაჩირმა განაცხადა, რასაც გაზეთი Hürriyet ავრცელებს.
ელექტრომობილ TOGG-ის სერიული წარმოება ბურსას პროვინციის გემლიკის რაიონში მდებარე ქარხანაში 29 ოქტომბერს დაიწყო. წლის ბოლომდე, დაახლოებით, 20 ათასი ავტომობილის წარმოება არის დაგეგმილი.
200 ცხენის ძალის ძრავის მქონე მანქანის მაქსიმალური ფასი 1,6 მლნ ლირა, ანუ, დაახლოებით, 85 ათასი დოლარი იქნება.