“1-ლი მაისიდან „თიბისის“ ანგარიშიდან სხვა ბანკის ანგარიშზე ლარის გადარიცხვის ტარიფი იცვლება,“ – ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ 1 მაისიდან იცვლება თიბისის ანგარიშიდან სხვა ბანკის ანგარიშზე ლარის გადარიცხვის ტარიფი. ტარიფი უცვლელი დარჩება საბანკო ნაკრების ფარგლებში არასტანდარტული ტარიფებით მოსარგებლეთათვის,“- ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.