დღის სიახლეებისიახლეები

2022-2023 სასწავლო წლებში უცხოელმა სტუდენტებმა ქართულ სასწავლებლებში 260 მლნ ლარი გადაიხადეს

0
გაზიარება

2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ჯამური ოდენობა 14 მილიონი ლარიდან 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საშუალო წლიური ზრდის ტემპმა კი 39% შეადგინა. სწავლის საფასურის მთლიანი ოდენობის ზრდა არ ყოფილა ისეთი შესამჩნევი დოლარში, როგორიც ლარში. ინფორმაცია აღნინშულია  PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში უცხოელი სტუდენტებისა და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დინამიკას ეხება.

წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2013-2014 აკადემიური წლიდან 2022- 2023 აკადემიური წლის ჩათვლით, მათი რაოდენობა 3 508-იდან (27 ქვეყნიდან) 20 690-მდე (80 ქვეყნიდან) გაიზარდა. ზრდის საშუალო წლიური ტემპი კი 22.3% იყო.

უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების რაოდენობაც.2013-2014 აკადემიური წლიდან 2022-2023 აკადემიური წლისთვის უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა 61-დან 183-მდე გაიზარდა. უცხოენოვან პროგრამებში მედიცინასთან კადავშირებული მიმართულება ლიდერობს.

2013-2014 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზეც სწავლობენ უცხოელი სტუდენტები, საშუალო გადასახადი 4 300 ლარიდან 9 400 ლარამდე გაიზარდა, ხოლო საშუალო გადასახადის წლიური ზრდის მაჩვენებლებმა 9% იყო.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!