Agri Hub-ის პროექტი ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას და შექმნის 10 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს. დუბაის ამბიციების შესაბამისად, გარდაქმნას მისი სოფლები და უდაბნოები მსოფლიოს ყველაზე სასიამოვნო და ლამაზ ადგილებად, Agri Hub გახდება მთავარი ტურისტული ადგილი დუბაის შემოგარენში. კომპლექსი Agri Hub მოიცავს ბუნებისა და მემკვიდრეობის დაცვის ცენტრს, ეკოტურიზმის ცენტრს, აგროტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ჯანმრთელობის ცენტრს.
სიახლის მიზანია, ემირატის სოფლები და უდაბნოები ვიზიტორებისთვის მსოფლიოს საუკეთესო სანახაობრივ სოფლად გადააქციოს.
“დუბაის სოფლებს აქვს ყველა შანსი, რომ გახდეს გლობალური საორიენტაციო ნიშანი აგროტურიზმისთვის. იგი ადგილობრივ ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას გაყიდონ თავიანთი პროდუქცია პირდაპირ ფერმებიდან, ხოლო ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და დააგემოვნონ ამ პროდუქტებისგან დამზადებული კერძები. გარდა ამისა, ამ კომპლექსში ვიზიტორებს ექნებათ წვდომა სხვადასხვა სახის გასართობზე. გარდა იმისა, რომ პროექტი იქნება ახალი ტურისტული ადგილი დუბაის სოფლად და უდაბნოში, პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და შემოსავალს”-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
პროექტის ეკოლოგიურ მახასიათებლებს შორისაა 100% განახლებადი ენერგიის გამოყენება, 100% წყლის გადამუშავება, მწვანე სატრანზიტო სისტემები და კომპლექსის ტერიტორიაზე ნარჩენების ნულოვანი განთავსება.