წლის ბოლომდე 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა გვინდა,ავტობუსების ჩამოყვანა ავტობაზის მშენებლობაზეა დამოკიდებული – ამის შესახებ ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა
მისივე თქმით “ავტობაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამარტივებულ შესყიდვაზე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და ის რამდენიმე დღეში დასრულდება. ჩვენ ეტაპობრივი ჩაბარება მოვითხოვეთ, რადგან გვსურს, ავტობუსების გარკვეული რაოდენობა ცოტა ადრე მივიღოთ. ავტობაზის აშენება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რა ვადაში რამდენ ავტობუსს მივიღებთ. შეიძლება, ავტობუსები შემოვიყვანოთ, ვერ მოვემსახუროთ და უბრალოდ დავაყენოთ. წლის ბოლომდე 50 ავტობუსის შემოყვანა გვინდა. თუ კომპანიები წლის ბოლომდე შეძლებენ, 50 ერთეული მოგვაწოდონ, ტენდერიც დასრულდება”.