დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

0
გაზიარება

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank.

ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, Fitch-ის, Moody’s-ისა და Standard & Poor’s-ის შეფასებების საფუძველზე მოხდა. ასევე, საფუძვლად იქნა მიღებული უახლესი მონაცემები აქტივების ღირებულების შესახებ ცენტრალური ბანკების ვებგვერდებიდან. რაც უფრო მაღალია ბანკის შეფასება, მით უფრო მაღალია მისი პოზიცია რეიტინგში. თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბანკს, რომელსაც უფრო მეტი აქტივი აქვს. სანდოობის ხარისხის მიხედვით ტოპ 50 ბანკი ოთხ ჯგუფად იყოფა.

რეიტინგის პირველ ოცეულში საქართველოში მოქმედი ბანკებიდან ProCredit Bank-მა მე-5, Halyk Bank Georgia-მ მე-6, TBC Bank-მა მე-10, „საქართველოს ბანკმა“ მე-11, ხოლო Liberty Bank-მა მე-20 პოზიცია დაიკავა.

Citibank Kazakhstan – (დაარსების წელი1998) ალმათი; აქტივები: 2,88 მლრდ დოლარი; აქციონერები: Citibank, N.A. (100%). ერთადერთი ამერიკული ბანკი ყაზახეთში, რომელიც საერთაშორისო კორპორაცია Citigroup-ში შედის.

Otbassy Bank – (2003) ალმათი; აქტივები: 7.4 მლრდ დოლარი; აქციონერები: სახელმწიფო და სამთავრობო პროგრამების ოპერატორი, Baiterek National Managing Holding (100%). სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ბანკი ყაზახეთში.

Halyk Bank of Kazakhstan (Halyk Bank) – (1923) ალმათი; აქტივები: 29,95 მლრდ დოლარი; აქციონერები: სს ჰოლდინგ ჯგუფი ALMEX (69.7%), რომელიც ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილს და სიძეს, დინარას და ტიმურ კულიბაევებს ეკუთვნის.

Kaspi Bank – (1991) ალმათი; აქტივები: 10,99 მლრდ დოლარი; აქციონერები: Baring Vostok (28,8%), მიხეილ ლომთაძე (24,55%), ვიაჩესლავ კიმი (23,35%).

ProCredit Bank – (1999) თბილისი; აქტივები: 0,632 მლრდ დოლარი; აქციონერები: ProCredit Holding AG (100%). ბანკი გერმანიის კომერციული ბანკების მშობელი ჯგუფის, ProCredit Holding-ის ნაწილია.

Halyk Bank Georgia – (2008); თბილისი; აქტივები: 0,375 მლრდ დოლარი; აქციონერები: Halyk Bank of Kazakhstan (100%). ბანკი უმსხვილესი საკრედიტო ინსტიტუტის, ყაზახეთის სახალხო ბანკის ქართული შვილობილია.

ForteBank – (2015) ასტანა; აქტივები: 6.3 მლრდ დოლარი; აქციონერები: Forbes Kazakhstan-ის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტნგში მე-6 ნომრად მყოფი ბულატ უტემურატოვი (82,56%). ყაზახეთის ბანკებს შორის ForteBank აქტივების მხრივ მეექვსეა.

Asaka Bank – (1995) ტაშკენტი; აქტივები: 4,59 მლრდ დოლარი; აქციონერები: უზბეკეთის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდი (88.2%), უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო (10.7%).

„იპოტეკა-ბანკი“ – (2005) ტაშკენტი; აქტივები: 3,7 მლრდ დოლარი; აქციონერები: უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო (97.2%).

TBC Bank – (1992) თბილისი; აქტივები: 9,7 მლრდ დოლარი; აქციონერები: 75% თავისუფალ მიმოქცევაშია, ხოლო 16.1%-ს ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფლობენ. TBC Bank აქტივების კუთხით უმსხვილეს ორ ბანკს შორის ერთ-ერთია, რომლის წილიც სექტორის აქტივებში, დაახლოებით, 40%-ს შეადგენს.

მეთერთმეტე პოზიციაზე მყოფ „საქართველოს ბანკის“ (Bank of Georgia) შესახებ Forbes წერს, რომ ის TBC Bank-თან ერთად ქვეყანაში აქტივების კუთხით ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია. 1994 წელს დაარსებული „საქართველოს ბანკის“ აქტივები 9,63 დოლარს შეადგენს, მისი აქციონერები კი Georgia Capital (19.9%), Harding Loevner LP (4.3%) და Fidelity Investments (3.7%) არიან.

საქართველოში მოქმედი კიდევ ერთი, Liberty Bank, რომელიც, Forbes-ის შეფასებით, სიდიდით მესამე ბანკია ქვეყანაში, რეიტინგის ოცეულს ხურავს. ბანკი 1994 წელს დაარსდა და 1,3 მლრდ დოლარის აქტივის მფლობელია. მისი აქციონერი Georgian Financial Group-ია (91,99%).

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!