ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ბრიუსელში, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

0
გაზიარება

ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) იმ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს ერთი წლის ვადით სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა.

WWTG-ის თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან დაიწყებს და უკვე მეორედ უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას.

ქართველ და ამერიკელ კოლეგებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავმჯდომარე ქვეყნის პასუხისმგებლობის და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.

„საქართველო 2023 წლის 1-ლი მაისიდან შეუდგება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას. შესაბამისად, ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის, აშშ-ის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ორგანიზაციული საკითხები, რამდენიმე ტექნიკური დეტალი, ასევე, თბილისში დაგეგმილი WWTG-ის სხდომის ჩატარების სავარაუდო თარიღები და დღის წესრიგი“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, WWTG-ის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო ბარიერებზე, დარგის მდგრად განვითარებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებთ. 2023 წელს ამ ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია იქნება საქართველოს პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო WWTG-ის 2014 წელს თავმჯდომარეობდა. 2014 წლის აგვისტოში, თბილისში გამართულ WWTG-ის პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ „თბილისის განცხადება” ეწოდება.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!