ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ სპეციალური ფასდაკლების ბარათი სტუდენტური salenews card შექმნა

0
გაზიარება

„წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია“-მ სტუდენტების მხარდაჭერისთვის ბაზარზე სპეციალური ფასდაკლების ბარათი სტუდენტური salenews card შექმნა. ამ პროექტის ფარგლებში,  წარმატებულმა ქართულმა ბიზნესის ასოციაციამ გადაწყვიტა ხელი შეეწყო და დახმარებოდა სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით და დაიწყო მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომ უკვე არსებულ ფასდაკლებებზე გაეკეთებინათ დამატებითი ფასდაკლება სტუდენტებისთვის.

ასოციაციას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტებისთვის მსგავსი კომფორტული სივრცის შექმნა გაუჭირდებოდათ, აქედან გამომდინარე გადაწყვიტა განათლების სფეროს დახმარებოდა, რომ აღნიშნული სერვისი სტუდენტურ ბონუსად ექცია.

 აღნიშნული მიზნით SGBA-მ ასოციაციიში გააწევრიანა ის კომპანიები და ობიექტები, რასაც აქტიურად იყენებენ სტუდენტები: სწრაფი კვება, კვება, ტექნიკა, გასართობი ცენტრები, კლუბები, ტანსაცმლის მაღაზიები და ა.შ. აღნიშნული სერვისები განთავსდა salenews.ge ვებ. გვერდზე, სადაც მარტივი წვდომა და სააქციო ფასდაკლებები ელოდებათ სტუდენტებს.  სტუდენტური ფასაკლების ბარათი – salenews card    სტუდენტებს გადაეცემათ სიმბოლურ ფასად (2 ლარი) ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციის ფორმა ჩაშენებულია ვებ გვერდზე salenews.ge.

ბარათის შეძენის შემდეგ სტუდენტებს ფასდაკლება ექნებათ ახალგაზრდულ, პოპულარულ    სფეროებსა და ობიეტებში, რაც კიდევ უფრო მეტ შეღავათს გაუწევს მათ ხარჯების   განკარგვასა და ეკონომიურ მართვაში.    ამჟამად 500-მდე ობიექტში არის სტუდენტური ფასაკლების salenews card-ის გამოყენების შესაძლებლობა.

სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ასოციაციას განსაზღვრული აქვს 30000-50000 სტუდენტური ფასდაკლების ბარათის გაშვება ლოკალურ ბაზარზე, რაც იგივე რაოდენობის პოტენციური მომხმარებლის ტოლფასია.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!