დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში 15-მა ბანკმა ჯამში 384 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა

0
გაზიარება

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის იანვარ-თებერვლის ფინანსური ანგარიშების მიხედვით 15-მა ბანკმა ჯამში 384 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია, მთლიანად ბანკების მიერ მიღებული საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი წელს 1.27 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 24%-ით არის გაზრდილი. ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი კი იანვარ-თებერვალში 58.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია.

წმინდა მოგების მხრივ წელს პირველ ადგილზე “საქართველოს ბანკია”, რომელმაც 182 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა. მეორე პოზიციას 130 მილიონით “თიბისი” იკავებს, მესამეზე კი “კრედო” ბანკია 18 მილიონის მოგებით. ამასთან სამი კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზე იმყოფება.

  1. საქართველოს ბანკი – 182.2 მლნ ლარი;
  2. თიბისი ბანკი – 130.1 მლნ ლარი;
  3. კრედო ბანკი – 18 მლნ ლარი;
  4. ლიბერთი ბანკი – 12.3 მლნ ლარი;
  5. ვითიბი ბანკი – 7.9 მლნ ლარი;
  6. ხალიკ ბანკი – 7.4 მლნ ლარი;
  7. ბაზის ბანკი – 7.2 მლნ ლარი;
  8. პროკრედიტ ბანკი – 6.7 მლნ ლარი;
  9. ტერა ბანკი – 5.5 მლნ ლარი;
  10. ქართუ ბანკი – 3.3 მლნ ლარი;
  11. იშ ბანკი – 3.1 მლნ ლარი;
  12. ზირაათ ბანკი – 1.3 მლნ ლარი;
  13. პეისერა – -0.1 მლნ ლარი (ზარალი);
  14. პაშა ბანკი – -0.2 მლნ ლარი (ზარალი);
  15. სილქ ბანკი – -0.6 მლნ ლარი (ზარალი).

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!