წლიურად ბიუჯეტში ჯარიმებით 50,7%-ით მეტი თანხის მობილიზება მოხდა.სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 52 637 219 ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში – 22 350 838 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 30 286 380 ლარის მობილიზება მოხდა,რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2022 წლის იანვარში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 34 925 214 ლარის მობილიზეა მოხდა. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში – 16 925 941, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 17 999 273 ლარი შევიდა.
გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში – 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 5 511 066 765 ლარი შეადგინა.