დღის სიახლეებისიახლეები

Pepsi 1970-80-იანი წლების ლოგოთი ბრუნდება

0
გაზიარება

ამერიკულმა კომპანია PepsiCo-მ გაზიან სასმელ Pepsi-ს ლოგო 15 წლის განმავლობაში, 2008 წლის შემდეგ პირველად განაახლა. ლოგო კომპანიის 125 წლის იუბილის წინ იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი USA Today ავრცელებს.

ახალ ლოგოზე დასახელება, „PEPSI“ სქელი შავი ასოებით წერია, რომელიც წრის ცენტრში, ტალღოვან თეთრ ზოლზე არის მოთავსებული. წრეში ზედა ნაწილზე წითელი, ხოლო ქვედა ნაწილზე ლურჯი ზოლი არის გამოსახული.

ახალი დიზაინის Pepsi-ს გაყიდვა შეერთებულ შტატებსა და კანადაში წლევანდელ შემოდგომაზე, ხოლო გლობალური გაყიდვები მომავალი წლიდან დაიწყება.

ახალი სასაქონლო ნიშანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გამოყენებული ლოგოს იდენტურია, თუმცა მისგან განსხვავებით უფრო მუქი წითელი და ლურჯი ჩრდილები აქვს. PepsiCo-ს მთავარი დიზაინერის, მაურო პორჩინის თქმით, ლოგო იმიტომ შეიცვალა, რომ მას მეტი „ენერგია, თავდაჯერებულობა და გამბედაობა“ მიეცეს.

ახალი ლოგოს მხატვრული გამოსახულება არა მხოლოდ მიწოდების სატვირთო მანქანებზე, ქუდებსა და საქონელზე, არამედ ონლაინ და ვიდეოანიმაციებშიც არის შესაძლებელი.

„ის ჰგავს სამკერდე ნიშანს, რომლის ტარებაც შეგიძლიათ და მეტად შეესაბამება ვიზუალური კომუნიკაციის უახლეს ტენდენციებს,“ – აცხადებს მაურო პორჩინი.

ახალი ლოგო ციფრულ სამყაროს უკეთესად შეეფერება და „მუსიკისა და სპორტის სამყაროში ლიცენზირების გაუთავებელი პოტენციალი აქვს.“ კონკურენტულ ბაზარზე უფრო ადაპტირებადი მესიჯები არის მნიშვნელოვანი.

ბაზრის კვლევის კომპანია Euromonitor International-ის მიხედვით, აშშ-ში გაზიანი სასმელების გაყიდვების მთლიან მოცულობაში PepsiCo-ს წილი 22,9%-ს შეადგენს, მაშინ, როცა Coca-Cola-ს წილი 43,4%-ია. Coke-მ ბაზრის წილი 2021 წლის 42,7%-დან გაზარდა, ხოლო Pepsi-მ პირიქით, მაშინდელი 24,2%-დან შეამცირა.

კომპანია ბრენდინგის გადახედვას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეწევა. მარკეტინგის მთავარი ოფიცრის, ტოდ კაპლანის თქმით, ფოკუს-ჯგუფებს წარსული ლოგოები, რომელზეც სიტყვა „ PEPSI “ გლობუსის შიგნით არის მოთავსებული, მეტად მოეწონათ. ამასთან, მომხმარებელთა კვლევამ 70-იანი და 80-იანი წლების ლოგოების უპირატესობა აჩვენა.

„გამოწვევა იყო ის, თუ როგორ დაგვეპროექტებინა აწმყოსა და მომავალთან შესაბამისობაში ჩვენი მემკვიდრეობისა და წარსულის ნაწილი,“ – აცხადებს ტოდ კაპლანი.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!