დღის სიახლეებისიახლეები

ჯპს-ს პროექტი,რომლის ფარგლებში შეგიძლიათ ყოველდღიურად ისარგებლოთ 30 % და მეტი ფასდაკლებით

0
გაზიარება

უკეთესი კალათა უკეთესი ფასებით – ეს არის ჯპს-ს განახლებული პროექტი, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ყოველდღიურად ისარგებლონ 30 % და მეტი ფასდაკლებით ქრონიკული მოხმარების მედიკამენტების შესაძენისას. „უკეთესი კალათა“ აერთიანებს 1000-მდე დასახელების ქრონიკული მოხმარების პრეპარატს და მისი მთავარი ამოცანაა მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კომპანიაში აცხადებენ:- „დღეიდან ჯპს-ის ქსელში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ განახლებული კალათის პირობით და მუდმივი მოხმარების მედიკამენტები შეიძინონ 30 % და მეტი ფასდაკლებით. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ჩვენი მომხმარებლებისთვის – “უკეთესი კალათა” უკეთესი ფასებით გულისხმობს ბაზარზე საუკეთესო ფასს. აღსანიშნავია, რომ საჭირო მედიკამენტების შეძენა ნებისმიერი რაოდენობითაა შესაძლებელი. განახლებული კალათის პირობები ვრცელდება ჯპს-ის ყველა აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით.“

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!