დღის სიახლეებისიახლეები

Tbilisi Open Air 23, 24 და 25 ივნისს ჩატარდება

0
გაზიარება

რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი 23, 24 და 25 ივნისს ლისის საოცრებათა ქვეყანაში ბრუნდება.

Tbilisi Open Air 2023-ის არტისტებს შორის იქნებიან Tom Odell, Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul. მთავარ სცენაზე, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ჰედლაინერი ქართველი ბენდები იქნებიან Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვები, რომლებიც ლისის საოცრებათა ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას დაიკავებენ.

ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა. ამ პერიოდის განმავლობაში, Tbilisi Open Air-მა 1000 მდე მუსიკოსს უმასპინძლა.მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!