Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, Extraction 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორტთან ერთად ქართველ მსახიობებსიც ჩანან.
Extraction 2-ში მსახიობები თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი და დათო ბახტაძე მონაწილეობენ. მათთან ერთად ფილმში ასევე ვიხილავთ ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილსაც. ისინი სავარაუდოდ ქართველ გმირებს ასახიერებენ. ფილმში ასევე ვიხილავთ თორნიკე ბზიავას, ანდრო ჯაფარიძესა და სხვებს.
Extraction 2-ის დიდი ნაწილი პრაღაში გადაიღეს. მართალია თავიდან გადაღებები ავსტრალიაში იგეგმებოდა, თუმცა Covid-19-ის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა. ფილმის მეორე ნაწილში კრის ჰემსვორტის პერსონაჟი ცდილობს, ქართველი განგსტერებისგან ოჯახი დაიხსნას, რომელიც ციხეში ჰყავთ დატყვევებული. ფილმის პრემიერა 2023 წლის 16 ივნისს შედგება.