დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იქნება შესაძლებელი

0
გაზიარება

ახალი კოდექსით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში.

„ახალი კოდექსით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. პირები, რომლებიც კონკრეტული ვადითა და კონტრაქტით იქნებიან დასაქმებული სხვა უწყებებში, სადაც დღეს გაწვეული წვევამდელების იდენტურ ფუნქციებს შეასრულებენ, ისარგებლებენ გადავადების უფლებით. აღსანიშნავია, რომ ისინი სრულად არ თავისუფლდებიან წვევამდელთა ეროვნული სამსახურისგან და გადავადება იქნება დროებითი.

განხილვების პროცესში შეცვლილ რამდენიმე მუხლიდან ერთ-ერთი ითვალისწინებდა გარკვეული ოდენობის თანხის (10 ათასი ლარი) გადახდის სანაცვლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევის ერთჯერადად გადავადების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით და მატერიალურად შეძლებული პირებისთვის შესაძლო პრივილეგიის მინიჭების აღქმის პრევენციის მიზნით, მოხდა მისი ამოღება.სადაც ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომელთა თანამშრომლებისთვის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გადავადება არის შესაძლებელი, მოხდა ცალკეული უწყებების გამოყოფა.აღნიშნული ინიციატივა სწორედ იმ უწყებებს ეხება, სადაც დღეის მდგომარეობით იხდიან წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს“. – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!