აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა 2022 წლის ერთობლივი საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც ოჯახის წლიური შემოსავალად მითითებულია 579,500 აშშ დოლარი, საიდანაც 169,800 დოლარი მათ ფედერალურ გადასახადებში გადაიხადეს. შესაბამისი განცხადება, ისევე როგორც თავად დოკუმენტები, სამშაბათს თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ანგარიშის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 23.8% იყო, 29,000 დოლარზე მეტი გადაიხადეს გადასახადებში დელავერში, სადაც საპრეზიდენტო წყვილს ოჯახური სახლი აქვს. ჯილ ბაიდენმა ასევე გადაიხადა 3100 დოლარი ვირჯინიის გადასახადებში. გარდა ამისა, პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დაახლოებით 20,2 ათასი აშშ დოლარი (შემოსავლის 3,5%) შესწირეს ქველმოქმედებას. შემოწირულობები 20 საქველმოქმედო ორგანიზაციას გაეგზავნა.
2021 წელს ბაიდენმა დეკლარაციაში ოჯახის წლიურ შემოსავლად 610,000 დოლარი დააფიქსირა.
საგადასახადო დოკუმენტაცია ასევე გაავრცელეს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და მისმა მეუღლემ დუგლას ემჰოფმა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მათი მთლიანი შემოსავალი თითქმის 457 ათასი იყო, საიდანაც 93,5 ათასზე მეტი გადაიხადეს საშემოსავლო გადასახადის სახით. მათ ასევე გადაიხადეს 17,600 აშშ დოლარი გადასახადებში კალიფორნიის შტატში, ხოლო ემჰოფმა გადაიხადა დამატებით 9,600 აშშ დოლარი გადასახადებში DC-ის მეტროპოლიაში. მათ 2022 წელს 23,000 დოლარი შესწირეს ქველმოქმედებას.