Walt Disney Co. მომავალ კვირას ათასობით სამუშაო ადგილის შემცირების გამოცხადებას გეგმავს, რომელიც შეეხება სატელევიზიო განყოფილებას, კინობიზნესს და გასართობ პარკებს, თანაც ყველა რეგიონში. სამსახურიდან გათავისუფლების პირველი ტალღა შეიძლება უკვე მომავალ ორშაბათს გამოცხადდეს – ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
კომპანიის მენეჯმენტმა თებერვალში გამოაცხადა, რომ გეგმავს პერსონალის შემცირებას დაახლოებით 7000 ადამიანით, როგორც წლიური 5,5 მილიარდი დოლარის ხარჯების დაზოგვის პროგრამის ნაწილის.
ოთხშაბათს კომპანიის აქციები 2%-ით დაეცა, წლის დასაწყისიდან კი მისი კაპიტალიზაცია 13,9%-ით გაიზარდა.