20 აპრილს, საღამოს 22:00 საათიდან 21 აპრილის დილის 08:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება : სამგორის რაიონში – ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, კალოუბნის ქუჩებს, აეროდრომის დასახლებას, კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის ნაწილს, სამხედრო დასახლების II ქუჩას, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს, ჯავახეთის ქუჩის ნაწილს და II, III შესახვევებს – ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ხომლელის ქუჩა N7-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულებს და საკვანძო ჭებს მოაწყობს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს 20 აპრილს დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
სარეაბილიტაცო პროექტის შედეგად სამგორის რაიონში, ხომლელის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტების მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 20 აპრილს, საღამოს 22:00 საათიდან 21 აპრილის დილის 08:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში – ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, კალოუბნის ქუჩებს, აეროდრომის დასახლებას, კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის ნაწილს, სამხედრო დასახლების II ქუჩას, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს, ჯავახეთის ქუჩის ნაწილს და II, III შესახვევებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.- ნათქვამია ინფორმაციაში.