სპონტანურად შექმნილი სადღესასწაულო ცენტრის, „ჩვენი სივრცეს“ მთავარ იდეას ბავშვებისადმი სიყვარული და მათთვის განსაკუთრებულ დღეს მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებების შექმნა წარმოადგენს. მრავალფეროვანი პროგრამის, უგემრიელესი სამზარეულოს, თბილი და ენერგიული პერსონალის სრული ნაზავი თქვენს მნიშვნელოვან დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს ხდის.
„ცენტრის გახსნა ძალიან სწრაფად და სპონტანურად მოხდა, უბრალოდ ძალიან მიყვარს ბავშვები, მქონდა გამოცდილება და რაც მთავარია მსურდა დამეწყო საქმე, რომელიც იქნებოდა ჩემი და რომელსაც გავუძღვებოდი თავად.
ჩვენი სადღესასწაულო ცენტრი „ ჩვენი სივრცე“ გამორჩეულია თბილი და ენერგიული პერსონალით, რომლებთან ერთადაც წლებია მოვდივართ. პერსონალი არის ის, რაც ჩვენს ცენტრს პოპულარულს ხდის.
ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მხიარული თამაშები, კარაოკე რომელშიც ჩართულნი არიან, არა მხოლოდ ბავშვები არამედ მშობლებიც. ყოველთვის ვცდილობთ დავიხარჯოთ მაქსიმალურად.
ჩვენი ცენტრი ძალიან თბილი და ენერგიული პერსონალით გამოირჩევა, ისინი წარმოადგენენ გასართობი ცენტრის სიამაყეს, სინათლესა და იმედს. ამ ყველაფერთან ერთა ჩვენი სამზარეულო ძალიან ხარისხიანი და გემრიელია, შესაბამისად ძალიან მოსწონს ჩვენს მომხმარებელს , ამიტომ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ ჩვენს სივრცეზე “ – მარიამ პატარიძე
არსებობის მცირე პერიოდის მანძილზე ცენტრმა შეძლო ბევრი ადამიანისთვის დაუვიწყარი დღის შექმნა, შედეგმაც არ დააყოვნა და დღეს უკვე ძალიან ბევრი მომხმარებლის მადლიერება და მოწონება დაიმსახურა. ცენტრის გახსნის დღიდან მომხმარებლის რაოდენობა დღითიდღე იზრდება, მათ ხიბლავთ ის თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, რომელსაც გუნდის თითოეული წევრი სტუმრებთან ამყარებს.
„ჩვენი სივრცის“ გუნდის წევრების მიერ შექმნილი თბილი, ოჯახური გარემოსა და თითოეული მათგანის მიერ ჩადებული შრომისა და ენერგიის დამსახურებით სადღესასწაულო ცენტრი „ ჩვენი სივრცე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.
შექმენი დაუვიწყარი დღე სადღესასწაულო ცენტრ, „ჩვენი სივრცესთან“ ერთად!