გენუაში იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა მცირე ელექტრომოწყობილობების მკვებავი ბატარეა შეიმუშავეს, რომელიც ამავე დროს მთლიანად საკვები პროდუქტია. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპულსი“ ავრცელებს.
ბატარეის „მინუს“ დაბოლოების, ანუ ანოდის სახით მეცნიერებმა ვიტამინი, რიბოფლავინი გამოიყენეს, რომელსაც, მაგალითად, ნუში შეიცავს. „პლუს“ დაბოლოებისთვის, ანუ კათოდისთვის ვიტამინი, კვერცეტინი შეარჩიეს, რომლის შემცველიც წიწიბურა, ყურძენი და ალუბალია. ელექტროლიტი წყალზე დაფუძნებული ხსნარისგან, ხოლო მოკლე ჩართვისგან დამცავი სეპარატორი ზღვის საკვები მცენარე ნორისგან დამზადდა.
მოწყობილობის პროტოტიპს 12 წუთის განმავლობაში 48 მიკროამპერით ან საათში რამდენიმე მიკროამპერ ძაბვით მომარაგება შეუძლია. ეს LED-განათებისთვის ან ბავშვის პატარა სათამაშო ელექტრომოწყობილობის გასააქტიურებლად საკმარისია.