ფრანგული ბრენდი ხელჩანთებს ყურძნის კანისგან ბრენდი, Maison Peaux Neuves ამზადებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
პროდუქციის შესაქმნელად გამოიყენება ყურძნის ჩენჩო (კოპტონი), რომელსაც აშრობენ და ფხვნილად ამუშავებენ. შემდეგ მასაში მცენარეული წარმოშობის პოლიმერი და ზეთი შეჰყავთ, რის შედეგადაც მიიღება პასტა, რომელსაც ფირფიტებად ახვევენ, ღებავენ და პრესავენ.
ერთი კვადრატული მეტრი ქსოვილის დასამზადებლად, დაახლოებით, 2,5 კილოგრამი ყურძნის ჩენჩო არის საჭირო.
ჩანთების სარჩულად ოკეანეში შეგროვებული პლასტმასის ნარჩენებისგან დამზადებულ პოლიესტერს იყენებენ.
ყურძნის ჩანთებისა და აქსესუარების ხაზი ორმა ფრანგმა ქალბატონმა შექმნა. ამ განაცხადით ლიზამ და კლერმა ცხოველების ტყავზე თქვეს უარი, რამაც კომპანიას წარმატება მოუტანა.
ბრენდი, Maison Peaux Neuves ევროპაში უდიდესი ონლაინ-პლატფორმის ნაწილი გახდა.