დასვენება და გართობადღის სიახლეებიმეღვინეობაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

კისი გარდენ -კავკასიონის შესანიშნავი ხედები და კახური სტუმართმასპინძლობა თბილისიდან 75 კმ-ზე

0
გაზიარება

თბილისიდან 75 კმ-ის მოშორებით სიმწვანისა და სიმშვიდის სრული ნაზავი „Kisi Garden • კისი გარდენ“, მდებარეობს, სადაც კახური სტუმართმასპინძლობა, სუფთა გარემო, აუზი, ღვინის დეგუსტაცია, საკონფერენციო სივრცე და დაუვიწყარი მოგონებები გელოდებათ.

სასტუმრო „კისი გარდენი“  სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობთ : 130 პერსონაზე გათვლილი რესტორანი, რომელიც სტუმრებს, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს, სადაც დიდი ყურადღება გასტრონომიას ექცევა, რადგან სტუმრისთვის რეალურ შთაბეჭდილებას ღვინის, კულტურისა და გემოების სინთეზი ქმნის.

კომპანიას საკუთრებაში მთავარ სიამაყეს მუზეუმის სტატუსის მქონე ვენახი წარმოადგენს, რომელიც თითქმის 2 ჰა-ზე გაშენებული და იშვიათი ჯიშის ყურძნის მრავალსახეობას მოიცავს, მწიფობა ივნისიდან იწყება, რთველის ხანგრძლივობა კი 5 თვეს გრძელდება, ამასთანავე ამ ულამაზეს გარემოში შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვა როგორიცაა ქორწილი, ხელის თხოვნა და მრავალი სხვა.

კავკასიონის შესანიშნავი ხედების ფონზე „Kisi Garden • კისი გარდენ“, გთავაზობთ:

  • საფეხმავლო ტური
  • საცხენოსნო ტური
  • ველოტური
  • კულინარიული მასტერკლასები
  • რთველი
  • ღვინის დეგუსტაცია
  • ტრანსფერით უზრუნველყოფა
  • ექსკურსიების დაგეგმვა

სასტუმროს ტერიტორიის ძირითადი ღირსება კი სიმწვანით შემოფარგლული გარემო და სუფთა ჰაერია. ამასთანავე:

  • ღია საცურაო აუზი
  • საზაფხულო ბარი
  • მარანი
  • ბოსტანი
  • მინი ვენახი

კომპანია მზადაა უმასპინძლოს როგორც უცხოელ ასევე ქართველ დამსვენებელს.

კისი გარდენი“ – ადგილი, სადაც პრიორიტეტს სტუმრის კონფორტი წარმოადგენს.

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!