დღის სიახლეებისიახლეები

იმპორტირებული ზეითუნის ზეთი სრულად ქართული პროდუქციით ჩანაცვლდება

0
გაზიარება

ესპანეთში წვიმის ნაკლებობამ ზეითუნის ზეთის ფასების რეკორდულ დონემდე გაზრდა გამოიწვია. ანალიტიკოსების აზრით, განსაკუთრებით მშრალმა ზაფხულმა შეიძლება მოსავლიანობის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვიოს წელს.

FT-ის თანახმად, ევროპაში ძლიერი გვალვის ფონზე, რომელმაც გასულ წელს ზეთისხილის კულტურები მთელ კონტინენტზე გაანადგურა, ზეითუნის ზეთის ფასები ივნისის შემდეგ თითქმის 60 პროცენტით გაიზარდა და მიაღწია დაახლოებით 5.4 ევროს ლიტრზე.

ესპანეთი, ზეითუნის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა. შარშან მოსავალი იტალიაში და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებშიც ცუდი იყო.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის და კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებლის, გიორგი სვანიძის თქმით საქართველოში მოსავალთან დაკავშირებული მოლოდინები კარგია და ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის არც მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი, თუმცა, მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი ვითარების გამო იმპორტირებული ზეითუნის ზეთის ფასი მოიმატებს. ამასთან,მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩანაცვლდება ქართული ზეითუნის ზეთით.

„იმპორტული, შემოტანილი პროდუქციის ფასი გაიზრდება, თუმცა ქართულ პროდუქციას ეს არ ემუქრება და ფასები შენარჩუნდება. ფასების ზრდა აქამდეც იყო, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ქართული ზეთი მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა, მაქსიმუმ, 10-12%-ით, რაც 6-ჯერ ნაკლები ზრდაა, ვიდრე ევროპაში.

თავიდან მთლიანად, 100% იმპორტირებული პროდუქცია იყო ქართულ ბაზარზე, თუმცა ჩვენ, დაახლოებით, 30%-მდე ჩავანაცვლეთ და მომდევნო 5 წლის განმავლობაში, უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული ზეითუნის ზეთით სრულად ჩავანაცვლებთ. ქართულ ზეთისხილს შემოტანილთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხი და მჟავიანობის დაბალი დონე გამოარჩევს, ის კახეთში და იმერეთში მოდის და ადგილობრივი ზეითუნის ზეთის ფასი 28-29 ლარის ფარგლებშია იმპორტს“, – ამბობს სვანაძე.

2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 341.6 ათასი აშშ დოლარის ზეითუნის ზეთი შემოვიდა, გასულ 2022 წელს კი მაჩვენებელი 2.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 55.7%-ით მეტია და ამასთანავე, ისტორიაში ყველაზე მაღალია.

სტატისტიკის თანახმად, ამ წლის იანვარ-მარტში საქართველოში მთავარი იმპორტიორი სწორედ ესპანეთია ($150 ათასი), შემდეგ კი იტალია მოდის ($118 ათასი).

რაც შეეხება გასულ წელს, პირველ ადგილზე არა ესპანეთი, არამედ იტალიაა 749 ათასი აშშ დოლარით, ხოლო შემდეგ მოდიან ესპანეთი ($498 ათასი), თურქეთი ($379 ათასი), საბერძნეთი ($359 ათასი) და აზერბაიჯანი ($185 ათასი).

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!