სტუდენტობის პერიოდის ახდენილი ოცნება, შეიძლება ასეც ეწოდოს სამედიცინო ცენტრ„ინვიტას“, რომლის დამფუძნებლის, ექიმ გინეკოლოგის ქეთევან შენგელაიას უდიდესი სურვილი და მიზნისკენ სწრაფვა არასოდეს განელებულა. უცხოეთში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე პარტნიორებთან ერთად ქ. რუსთავში შეძლებისდაგვარად, ევროპული მოდელის ანალოგი სამედიცინო ცენტრი „ინვიტა“ გახსნა, სადაც მთავარი ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობა არის.
“ მე, როგორც ცენტრის თანადამფუძნებელი და ექიმი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მხოლოდ საუკეთესო აპარატებით უმაღლესი დონის მომსახურეობა გავუწიოთ ჩვენს პაციენტებს. მინდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სიახლე გითხრათ, „ინვიტაში“ უკვე შესაძლებელია უახლესი თაობის აპარატებით, მათ შორის კოლპოსკოპის მეშვეობით გამოკვლევების ჩატარება, რომელსაც თავად ვატარებ.
კოლპოსკოპის საშუალებით ხდება საშოს და საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, რათა დროულად მოხდეს პათოლოგიების გამოვლენა და თავის დაცვა სიმსივნური პროცესების განვითარებისაგან – შესაბამისი მკურნალობით და ჩარევით.
ვთვლი, რომ დიდი ვალდებულება მაქვს აღებული ჩემი პაციენტების წინაშე, სულ ვცდილობ უახლესი ცოდნის დაუფლებას. როდესაც ხარ ექიმი არცერთი წუთი არ შეიძლება მოდუნება.
თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ, სანამ შედეგს არ დავდებთ მათთან ერთად ვარ მთელი დრო, რაც დიაგნოსტირებას და მკურნალობას სჭირდება“ – ექიმ გინეკოლოგი, დოქტორანტი ქეთევან შენგელაია.
სიახლეებზე ორიეტირებული, პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი არაერთ სიახლესგპირდებათ.
„ ინვიტა“ – ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა გამოცდილ გუნდს !