2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„საქსტატის” მონაცემებით,საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა.
10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ხახვი – 92%-ით
- სიმინდის ფქვილი – 35.4%-ით
- კარტოფილი – 33.7%-ით
- მწვანე ლობიო – 33.3%-ით
- ტომატ-პასტა – 30.4%-ით
- ნამცხვარი – 27.5%-ით
- მდოგვი – 21%-ით
- საზამთრო – 20.6%-ით
- ლიმონი – 19.8%-ით
- ძროხის ხორცი – 18%-ით