დღის სიახლეებისიახლეები

პროდუქტები, რომელზეც აპრილში ფასი ყველაზე მეტად შემცირდა

0
გაზიარება

აპრილში წინა თვესთან შედარებით, 0.7%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა. ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელზეც გასულ თვეში ფასი ყველაზე მეტად შემცირდა:

  1. კომბოსტო – 50.4%-ით
  2. ქლიავი – 34.2%-ით
  3. მზესუმზირის ზეთი – 30%-ით
  4. ნიორი – 29.8%-ით
  5. ბადრიჯანი – 29.7%-ით
  6. წიწიბურა – 25.5%-ით
  7. პომიდორი – 18.6%-ით
  8. კიტრი – 13.1%-ით
  9. მარილი – 13.1%-ით
  10. შაქარი – 12,7%-ით

გარდა სურსათისა, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2%-ით.

შეგახსენებთ, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!