კვლევის ფარგლებში აშშ-ის მასშტაბით შესწავლილი იქნა 300,000 შემთხვევა, საიდანაც ირკვევა, რომ ყველაზე გამძლე საავტომობილო ბრენდების სათავეში ისევ ტრადიციულად Toyota და Lexus-ია, ანუ ამ კომპანიებთან მიმართებით ყველაზე დაბალია შანსი იმისა, რომ ახალი ავტომობილი გაფუჭდეს ან მწყობრიდან გამოვიდეს.
ყველაზე გამძლე ავტომობილების კატეგორიად ჰიბრიდები სახელდება, ყველაზე არასანდო კი ელექტრომობილებია.
კვლევა ორგანიზაცია Consumer Reports-ის მიერ ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ახალ ავტომობილებს ითვალისწინებს და საანგარიშო პერიოდად მხოლოდ ექსპლუატაციის პირველი წელია აღებული, შესაბამისად, არსებობს იმის საფუძვლიანი შანსი, რომ ავტომობილების ექსპლუატაციის 5 ან 10-წლიან ჭრილში შედეგები განსხვავებული იყოს.
ყველაზე გამძლე ბრენდების რეიტინგი:
- Toyota
- Lexus
- BMW
- Mazda
- Honda
- Audi
- Subaru
- Acura
- Kia
- Lincoln
- Buick
- Genesis
- Hyundai
- Volvo
- Nissan
- Ram
- Cadillac
- Ford
- Tesla
- Chevrolet
- GMC
- Volkswagen
- Jeep
- Mercedes-Benz
ყველაზე გამძლე მოდელები:
- Toyota Corolla Hybrid
- Lexus GX
- Mini Cooper
- Toyota Prius
- Mazda MX-5 Miata
- Lincoln Corsair
- Toyota Corolla
- Subaru Crosstrek
- BMW 3 Series
- Toyota Prius Prime
ყველაზე არასანდო მოდელები:
- Ford F-150 Hybrid
- Hyundai Kona Electric
- Lincoln Aviator
- Nissan Sentra
- Ford Explorer
- Chevrolet Bolt
- GMC Sierra 1500
- Jeep Gladiator
- Mercedes-Benz GLE
- Jeep Wrangler