აუზიდღის სიახლეებიპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებისპორტი

Prime Fit – მომსახურების უნიკალური სერვისი და პროფესიონალი გუნდი თქვენს სამსახურში

0
გაზიარება

2022 წელს, თბილისში მაღალი ხარისხის ფიტნეს სივრცის განვითარების მიზნით Prime Fit შეიქმნა,სადაც პრიორიტეტს კლიენტებისთვის ვარჯიშის უნიკალური გამოცდილების უზრუნველყოფა და განუმეორებელი კლუბური ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს.

დაარსებიდან დღემდე „Prime Fit“ – ის გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მაღალი დონის მომსახურებისა და უნიკალური შესაძლებლობების უზრუნველყოფამ შედეგი გამოიღო და დღეს უკვე ფიტნეს სივრცემ, არაერთი მომხმარებლის ნდობის მოპოვება შეძლო.

„Prime Fit“ გთავაზობთ:

  • საინტერესო კლუბურ ცხოვრებას და უშუალო, მეგობრულ ატმოსფეროს, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ისიამოვნოს ვარჯიშითა;
  • მომსახურების ფართო არჩევანი;
  • სავარჯიშო დარბაზი, თანამედროვე აღჭურვილობით თავისუფალი წონების ზონით, როგორც კარდიო და ასევე ფუნქციონალური ვარჯიშის ზონით;
  • ჯგუფური ვარჯიშები-კვირაში 40 საათზე მეტი და მათ შორისაა: იოგა, პილატესი, სტრეთჩინგი, აერობიკა, სტეპ აერობიკა და სხვა. ჯგუფური ვარჯიშები შედის კლუბის აბონემენტის საფასურში;
  • საცოცი კედელი ბილიკები, სირთულის სხვადასხვა დონით: დაზღვევა, მაგნეზია, სპეციალური ფეხსაცმელი. ვარჯიშები ტარდება ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან;
  • აუზი ჰიდრომასაჟითა და ჩანჩქერებით, ასევე დიდი ლაუნჯ ზონით. აუზში ტარდება პერსონალური და ჯგუფური ვარჯიშები ცურვასა და აკვა აერობიკაში;
  • თერმული სპა განცალკევებული ზონებით მამაკაცებისა და ქალებისთვის, რომლებშიც შედის საუნა, ჰამამი, ჭკვიანი შხაპი და დასვენების ოთახები;
  • ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ცალკე საბავშვო აუზი, რომელსაც აქვს თავისი შესასვლელი, გასახდელები და მოსაცდელი ზონა მშობლებისთვის. საბავშვო აუზის სიღრმე 90 სანტიმეტრია, ხოლო წყლის ტემპერატურა 33 გრადუსი. საბავშვო აუზში ტარდება ჯგუფური და პერსონალური ვარჯიშები ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. სანამ ბავშვები ვარჯიშობენ, მშობლებს შეუძლიათ უყურონ თავიანთ შვილებს ეკრანზე, რომელიც მოსაცდელ ზონაშია განთავსებული;
  • სპა ზონა, რომელშიც წარმოდგენილია სხეულისა და სახის მოვლის უამრავი პროცედურა;

Prime Fit- ში სისუფთავე და მრავალფერფეროვანი მომსახურეობა გარანტირებულია. ადგილზე მისულებს დაგხვდებათ პროფესიონალი გუნდი, რომლებიც თითოეულ მომხმარებელს კლუბში თბილ და მეგობრულ გარემოს უქმნიან.

Prime Fit-ს საუკეთესო არჩევანი მძიმე სამუშაო დღის ბოლოს დასვენებისთვის, განტვირთვისა და ძალების აღდგენისთვის !

საკონტაქტო ინფორმაცია:  +995 (32) 200-21-77

 

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!