საქართველოს ზეთის იმპორტი უიაფდება.როგორც ცნობილია, რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება, მაშინ, როცა მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წელს 4 თვეში, საქართველომ ჯამში 9,965 ტონა (12,581 მლნ აშშ დოლარის) მზესუმზირის ზეთი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 3,794 ტონა (6,381 მლნ აშშ დოლარის).
2023 წელს, ისევე როგორც 2022 წელს, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც პროდუქტის 89%, კერძოდ, 8 872 ტონა (10,935 აშშ დოლარი) შემოვიდა. გამოდის, ქვეყანას 1 ლიტრი რუსული ზეთის იმპორტი 1,23 დოლარი დაუჯდა.
უკრაინისგან საქართველომ წელს 933.2 ტონა (1,370 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, ანუ, 1 ლიტრი დაახლოებით, 1,47 აშშ დოლარი ღირდა.
შემდეგია აზერბაიჯანი, საიდანაც 72.8 ტონა (126.1 ათასი ლარი) ზეთი შეიძინა, შესაბამისად, 1 ლიტრში 1,73 აშშ დოლარი გადაიხადა.
ამავე წელს ქვეყანამ ბელარუსიდან 50 ტონა (74.7 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა და გადაიხადა 1 ლიტრში 1,49 აშშ დოლარი.
ხოლო, თურქეთიდან 31.1 ტონა პროდუქტში 55.2 ათასი აშშ დოლარი, ანუ, 1 ლიტრში 1,77 აშშ დოლარი გადაიხადა.