საბერძნეთმა მობილური აპლიკაცია ჩაუშვა, რომლითაც აკროპოლისისა და პართენონის (ათენას ტაძრის) ძველ დროში ნახვა არის შესაძლებელი – „ევროპულსი“
ახალი აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტსა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს იყენებს, რომელთა დახმარებით მომხმარებელს პართენონის, არტემიდას საკურთხევლისა და აკროპოლისის სამხრეთ ფერდობის ძეგლების დათვალიერება, როგორც ადგილზე, ისე სახლიდან გაუსვლელად შეუძლია.
აპლიკაციის შემქმნელები ვირტუალური ექსპოზიციის მთავარ მხარედ მოხატულ ქანდაკებებს მიიჩნევენ, რომლებიც ძველი საბერძნეთის საკულტო ადგილებში იდგნენ. ბერძნებს მათი ნათელ ფერებში მოხატვა უყვარდათ, თუმცა დროთა განმავლობაში საღებავი გაქრა და ქანდაკებებმა ისეთი სახე მიიღო, როგორც დღეს არის ცნობილია.
უფასო აპლიკაცია Android-ისა და iOS-ის პროგრამებისთვის არის ხელმისაწვდომი და ინგლისურ და ბერძნულ ენებზე მუშაობს.
ანალოგიური აპლიკაცია 2021 წელს იტალიაში შეიქმნა, რომლითაც კოლიზეუმის ნახვა იმ ფორმით არის შესაძლებელი, როგორი სახითაც ის აშენდა. ვირტუალური რეალობის აპლიკაცია Colosseum VR-ის საშუალებით მომხმარებელს, ასევე, გლადიატორთა ბრძოლების ყურება შეუძლია.