დღის სიახლეებისიახლეები

გმირთა მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

0
გაზიარება

გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კვლავ იგეგმება. კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს.

პროექტს ახორციელებს შპს „კოსტავა 69“, რომელიც ფონდი „ქართუს“ მფლობელობაშია. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება 4 მაისს ახლიდან წარადგინა. აღნიშნულმა კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მერიის შესაბამის სამსახურებში პირველად გასული წლის მიწურულს წარადგინა, თუმცა, მარტში მშენებლობის პროექტი დახარვეზდა და დახურული საქმის სტატუსი მიენიჭა. მაშინ დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვის მიზნით, დახარვეზების თხოვნით მერიის შესაბამის სამსახურს თვითონ პროექტის ავტორებმა მიმართეს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!