2023 წლის 4 თვეში საქართველოში ახალი და ხმელი ფისტის იმპორტი 3.3-ჯერ გაიზარდა.საქართველომ 883.6 ათასი აშშ დოლარის 523 ტონა ფისტა იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 261.7 ათასი დოლარის 259.4 ტონა თხილეული.
წელს 1 კგ პროდუქტის იმპორტი საქართველოს 1.68 დოლარი დაუჯდა, ქსელურ მარკეტებში კი, 1 კგ ფისტის ფასი საშუალოდ 55 ლარია. გამოდის, რომ საქართველოში ფისტა 1000%-იანი ფასნამატით იყიდება.
ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც წელს საქართველომ რაოდენობით ფისტა იყიდა:
თურქეთი – 590 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 361.9 ტონა
აშშ – 244.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების138.9 ტონა
საბერძნეთი – 46.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 46.2 ტონა
გერმანია – 2.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 0.11 ტონა