საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი.
ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქტი გაყიდა:
- გერმანია – 5.3 მლნ აშშ დოლარის 1 060 ტონა
- იტალია – 5 მლნ აშშ დოლარის 1 010 ტონა
- თურქეთი – 3.1 მლნ აშშ დოლარის 837.9 ტონა
- ესპანეთი – 2.8 მლნ აშშ დოლარის 499 ტონა
- საფრანგეთი – 2.07 მლნ აშშ დოლარის 360 ტონა
ექსპორტის პარალელურად, იზრდება საქართველოში თხილის იმპორტიც. გასული წლის იანვარ-აპრილში საქართველომ მხოლოდ 2.6 მლნ აშშ დოლარის 936.2 ტონა თხილი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 6.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი.
5 ქვეყანას, სადაც 2023 წელს საქართველომ ყველაზე მეტი თხილი იყიდა:
- აშშ – 1.8 მლნ აშშ დოლარის 701.5 ტონა
- უკრაინა – 837.4 ათასი აშშ დოლარის 275 ტონა
- თურქეთი – 787 ათასი აშშ დოლარის 482.9 ტონა
- ყირგიზეთი – 715.1 ათასი აშშ დოლარის 238.3 ტონა
- გერმანია – 565.6 ათასი აშშ დოლარის 118 ტონა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამის დასაფინანსებლად 2022-2023 წლებში ჯამურად 23 980 000 ლარს გამოყოფს, რაც თავდაპირველ ბიუჯეტზე 3 045 000 ლარით მეტია.