თურქეთიდან მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, EastFruit-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში პროდუქტების ექსპორტმა 4.8% შეადგინა და რეკორდულ ნიშნულს, 14 მლრდ დოლარს მიუახლოვდა.
მითითებულ პერიოდში სოფლის მეურნეობის პროდუქტებმა თურქეთის საექსპორტო კალათაში მთელი პროდუქციის 13.7% შეადგინა. თურქეთში აგრარული კომპლექსის ათი სექტორიდან ოთხმა ექსპორტის რეკორდულ დონეს მიაღწია.
მარცვლეულის, პარკოსნების, ზეთოვანი თესლის, ახალი ხილისა და ბოსტნეულის, ზეთისხილის, ზეითუნის ზეთის და დეკორატიული მცენარეების სექტორებმა ყველა დროის ყველაზე მაღალი საექსპორტო გაყიდვები აჩვენეს.
მარცვლეულისა და პარკოსნების ძირითადი იმპორტიორი იყო ერაყი (837.250 მლნ დოლარი), ახალი ბოსტნეული და ხილი – რუსეთი (402.401 მლნ დოლარი), ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი – ესპანეთი (172.874 მლნ დოლარი).
ჰოლანდიაში ექსპორტირებული იყო 19.878 მლნ დოლარის დეკორატიული მცენარეები და პროდუქცია. ნიდერლანდებში ექსპორტი 3.795 მლნ დოლარით, ხოლო ერაყში – 33.766 მლნ დოლარით შემცირდა, რაც შეეხება ზეთისხილისა და ზეთისხილის ზეთის სექტორის ექსპორტს ესპანეთში, ის 165.227 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდამ რუსეთში 113.349 მილიონი დოლარი შეადგინა.