აუზით სარგებლობის ფასები განსხვავდება მომსახურების სერვისებიდან, ადგილმდებარეობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ერთჯერადი სარგებლობის ფასი 15 ლარიდან იწყება და 80-100 ლარამდეც კი ადის.
“ჯინოში” სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) სრული დღე 69 ლარი ღირს, 17:00 საათიდან – 49 ლარი. შაბათ-კვირას კი მთლიანი დღის საფასური 79 ლარია, 17:00 საათიდან – 59 ლარი.
ბევრად იაფია, პატარა და თბილისის გარეუბნებში მდებარე აუზის ფასები, თეთრი ტბის აუზით (გლდანში) სარგებლობა მომხმარებელს 15 ლარადაც შეუძლია.
“თბილისის ზღვის კლუბში” ფასები სამუშაო კვირის დღეებში 35 ლარია, ხოლო შაბათ კვირას 40 ლარი.
“ვაკის საცურაო აუზით” ერჯერადად სარგებლობა 80 ლარს ღირს.
“ვილა მოსავალში” (ნატახტარში) ორშაბათი-პარასკევი აუზის ღირებულება 50 ლარია, შაბათ-კვირას – 80 ლარი. მომსახურებაში შედის პირსახოცის, შეზლონგის, ცხელი ჯაკუზის მომსახურება და ორი ტიპის საუნა.
ბაზალეთზე აუზით სარგებლობა საშუალოდ ორშაბათი-პარასკევი – 30 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 35 ლარი ჯდება.
ნატახტარში მდებარე სასტუმროს ტიპის კომპლექსის „ემოცია“ აუზის სერვისი კვირის სამუშაო დღეებში 40 ლარი ღირს, 5 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო, 5 წლიდან 15 წლამდე კი – 20 ლარი. სეზონს ობიექტი 21 ივნისიდან გახსნის და შაბათ-კვირის ფასი მოგვიანებით იქნება ცნობილი, თუმცა, სამუშაო დღეების ფასს აღემატება.