დღის სიახლეებისიახლეები

3 ივნისიდან მძღოლებს ავტომობილის დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირებისთვის 10-დღიანი ვადა ექნებათ

0
გაზიარება

„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, ტექინსპექტირების მიმართულებით ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, გასულ თვეში მიმართვიანობა 20%-ით გაზარდა.

იორდანიშვილის თქმით,  საუბარია, განმეორებითი ტექისნპექტირებაზე საფასურის დაწესებაზე, ასევე ვადების შემცირებაზე. კერძოდ, ავტომობილის დახარვეზების შემთხვევაში განმეორებითი ინსპექტირებისთვის, მძღოლს 30 დღის ნაცვლად 10-დღიანი ვადა ექნება. ეს ცვლილება 2023 წლის 3 ივნისიდან ამოქმედდა.

„2023 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა როგორც ტექნიკურ რეგლამენტში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ცვლილებები, რაც შეეხებოდა ტექინსპექტირების მიმართულებით, ეს იყო განმეორებით ტექინსპექტირების საფასურის დაწესება, განმეორებითი ინსპექტირების დახარვეზების შემდეგ, ვადები შემცირდა 30 დღიდან 10- დღემდე და გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ჯარიმების ოდენობა გაიზარდა. ასე რომ, ამ ღონისძიებებმა, გარკვეულწილად, გააჩინა მოლოდინი, რომ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ტექინსპექტირების გარეშე ან მუდმივად იხდიდნენ საფასურს და იგრძელებდნენ გზაზე მოძრაობის საშუალებას ისე, რომ ტექნიკურად გაუმართავი იყო ავტომობილი, ეს ორივე მხრიდან ჩაიკეტა და ამან გარკვეულწილად წინა თვეს მოგვცა ის შედეგი, რომ, დაახლოებით, 20%-იანი მატება იყო მომართვიანობის. შემდგომში დავაკვირდებით რა იქნება, ეს იყო მძღოლების პირველი შიშის ეფექტი თუ გაგრძელდება ეს ტენდენცია. თქვენ იცით, რომ რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საკმაოდ დიდი -1 600 000-ია, ტექინსპექტირებას გადის 800 000 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ვინც არ დადიოდა გამართული ავტომობილით, სავარაუდოდ, მათ მოუწევთ ავტომობილის გამართვა”,- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, ტექინსპექტირებისას დახარვეზების მაჩვენებელი არის, დაახლოებით, 200 ათასზე მეტი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!