2023 წელს 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 276%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-მაისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6,360 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1,690 მლნ ლარი.
ასევე გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 5 თვეში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 87,262 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 63,776 ლარი.