საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან ჯარიმების სახით ბიუჯეტში წლიურად 23 485 949 ლარით მეტი თანხა შევიდა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში 87 262 418 ლარი შევიდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში – 34 908 284, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 52 354 134 ლარი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი აღნიშნული დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 63 776 469 ლარის აკუმულირება მოხდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში – 25 511 553, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში – 38 264 916 ლარი.