მაისში სოციალური შემწოების მიმღებთა რაოდენობა რაოდენობა 668 555-მდე გაიზარდა. აპრილთან შედარებით თითქმის შემწეობის მიმღებთა რიცხვი 1.2%-ით 8 ათასით არის გაზრილი, მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობას მოსახლეობის თითქმის 18% იღებს. აქედან 39 893 ოჯახი საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.
მას შემდეგ რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, სააგენტო აღარ ამოწმებს. შესაბამისად, ისინი სტატისტიკის აღრიცხვაში ცალკე არიან გამოყოფილი. 2023 წლის მაისში შემწეობის მიმღებებს სახელმწიფომ ჯამში 57.6 მლნ ლარი გადაურიცხა.
მიმდინარე წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რეკორდული იყო და 676 641 ათას მიაღწია.
2022 წელს მზარდი იყო საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი. კერძოდ, 2018-2022 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით 648 ათასამდე გაიზარდა. შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი კი 12%-დან 18%-მდე არის გაზრდილი. სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდასთან ერთად, ასევე გაიზარდა საარსებო შემწეობის ხარჯებიც 251 მილიონი ლარიდან 609 მილიონ ლარამდე.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 668 ათასამდე გაიზარდა
მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 668 ათასამდე გაიზარდა
მსგავსი სიახლეები
იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია. მონაცემებს…
აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…
საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური
2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…
10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში
Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…