პროგრამის ფარგლებში ჩართულია 1000-ზე მეტი მოქალაქე, აქედან 800-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ფიტნესის და აუზის მომსახურებით, დანარჩენი ჩართულია სახელოვნებო მიმართულებებში.
დედაქალაქის მერიის ცნობით, პროგრამასთან დაკავშირებით მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია- ივნისის თვიდან, მოქალაქეთა მაღალი ინტერესის, აგრეთვე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამას შემოუერთდა 2 სპორტული ცენტრი, “არენა” და „ოლიმპიკი“, რის შედეგადაც მოიმატა მოქალაქეთა დაინტერესებამ და მიმართვიანობამ.
„თბილისის მერია პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას აფინანსებს. გარდა სპორტული აქტივობებისა, კლუბის წევრები სარგებლობენ თერაპიული ვარჯიშებით, ხატვითა და მუსიკით. კლუბის წევრებს საშუალება აქვთ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები და გაეცნონ ახალ ინფორმაციებს.
პროგრამასთან დაკავშირებით მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. თავდაპირველად, სპორტული მიმართულებით პროგრამაში ჩართული იყო გლდანისა და ნაძალადევის სპორტული კომპლექსები და ივნისის თვიდან, მოქალაქეთა მაღალი ინტერესის, აგრეთვე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროგრამას შემოუერთდა 2 სპორტული ცენტრი, “არენა” და „ოლიმპიკი“, რის შედეგადაც მოიმატა მოქალაქეთა დაინტერესებამ და მიმართვიანობამ“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში